„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, საბანკო სექტორი კვლავ მოგებაზე 2021 წლიდან გავა, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ზრდას დაიწყებს

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, მიმდინარე წლის 6 თვე საბანკო სექტორმა წაგებით დაასრულა და სექტორი კვლავ მოგებაზე 2021 წლიდან გავა, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ზრდას დაიწყებს.

„პირველი 6 თვე მთლიანად საბანკო სექტორმა ზარალით დაამთავრა. ჩვენი მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე გამოწვევა იქნება, რომ მთელი წელი ზარალით არ დამთავრდეს. პროგნოზია, რომ ეს მაჩვენებელი ნულს დაუახლოვდება. როდესაც 2021 წლიდან ქვეყნის ეკონომიკა ზრდას დაიწყებს, საბანკო სექტორიც თანდათან დაიწყებს მოგებაზე მუშაობას“,-აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

რაც შეეხება ლარის კურსს, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ლარის გაუფასურება ბევრ ფაქტორს უკავშირდება.

„ეს შეიძლება სეზონური მოვლენა იყოს, ასევე მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ლარს ახასიათებს ვოლატილურობა. მთავარია ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ 1.5 მილიარდ ლარზე მეტის მობილიზება შეძლო ბოლო თვეების განმავლობაში და ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები, შესაბამისი რეზერვები“,-აღნიშნა „თიბისი ბანკის“ დირექტორმა.

მისივე განცხადებით, სექტემბრის იპოთეკური სესხების მონაცემები საკმაოდ კარგია, როგორც წინა თვესთან, ასევე გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი