ეკა ბესელია - თუ სასამართლო თავისუფალი არ არის, არანაირი არჩევნები და რეფორმა არ არის საპირწონე და სანდოობის განცდას არ დატოვებს პარტნიორებში

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ქვეყანაში თუ სასამართლო თავისუფალი არ არის, არანაირი არჩევნები და რეფორმა პარტნიორებში სანდოობის განცდას არ დატოვებს. ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციაზე.

ეკა ბესელიას თქმით, არჩევნების წინ ასეთი მნიშვნელობის ნებისმიერი ევროპული ორგანიზაციის და განსაკუთრებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია უაღრესად საყურადღებოა.

„ქართული ოცნება“ ახლა მაინც ხომ უნდა დარწმუნდეს, რომ ის, რის გამოც ჩემი დაპირისპირება დაიწყო ჩემივე გუნდთან, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლა და პარტიიდან ხალხის წასვლა, უკავშირდებოდა ამ არასწორ და საზიანო მოქმედებებს სასამართლოსთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტისთვის ეს იყო სიგნალი. ქვეყანაში თუ სასამართლო თავისუფალი არ არის, არანაირი არჩევნები და რეფორმა არ არის საპირწონე და სანდოობის განცდას არ დატოვებს პარტნიორებში. ასევე, მეორე საკითხია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გადაწყვეტილებები, საბოლოოდ კი არჩევნები, რომელსაც ახალა, ყველა გამადიდებელი შუშით აკვირდება.

არჩევნების ჩატარებაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორი განწყობა ექნებათ ევროპელ მეგობრებს“ - განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა