ალექსეი ნავალნი რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორებმა ნობელის პრემიაზე წარადგინეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც ბერლინის კლინიკაში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შედეგად მკურნალობს, რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორებმა, რომლებიც რუსეთს იკვლევენ, 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს. ამის შესახებ „ფეისბუკში“ ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტის პროფესორმა სერგეი ეროფეევმა დაწერა.

მისი თქმით, ნავალნის კანდიდატურა დაასახელეს მეცნიერებმა და არა პოლიტიკოსებმა. თუმცა, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ არ გამოჩნდებიან სახელმწიფო მოღვაწეები, ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.

ნობელის ფონდის წესების მიხედვით, ნობელის პრემიაზე კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ, მათ შორის, უნივერსიტეტების რექტორებს, სოციალური მეცნიერებების, ისტორიის, ფილოსოფიის, სამართლისა და თეოლოგიის პროფესორებს და სხვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა