პაატა იმნაძე - მოქალაქეებს ცოტა მეტად რომ გაეთავისებინათ და 300-400-კაციან ქორწილებში არ ყოფილიყვნენ, შეიძლება, ცოტა უკეთესი მდგომარეობა ყოფილიყო

ბათუმში ძალიან ბევრ პატარა მაღაზიაში, ტაქსსა თუ მიკროავტობუსში რაც მე ვნახე, კიდე კარგი, უარესი არ მოხდა ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის გახსნის პირობებშიც კი ოდნავ უკეთესი ვითარება იქნებოდა, მოქალაქეებს 400 -კაციანი ქორწილებისთვის თავი რომ აერიდებინათ.

„ქვეყანა პრაქტიკულად ივნისიდან მთლიანად გახსნილია. ივნისში, ივლისსა და აგვისტოში არაფერი შეზღუდული აღარ იყო, ქვეყანაში მობილობა მთლიანად აღდგა. დაემატა ყველა ქვეყნიდან და განსაკუთრებით საფრანგეთდან, გერმანიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან ჩამომსვლელები და ასეთ გახსნილ პირობებში, ვინ ამბობდა იმას, რომ სიტუაცია დარჩებოდა და კიდევ გვექნებოდა 10-15 შემთხვევა?! ეს შეუძლებელია, უბრალოდ. ჩვენ ველოდებოდით, რომ მოიმატებდა. შეიძლებოდა ცოტა უკეთესი მდგომარეობა, ჩვენს თანამოქალაქეებს ცოტა მეტად რომ გაეთავისებინათ და 300-400 კაციან ქორწილებში არ ყოფილიყვნენ.

ზაფხული განმავლობაში აჭარაში მომიწია ჩასვლა და ძალიან კარგად იყო დაცული ყველა ეს წესი დიდ სუპერმარკეტებსა და ქსელურ სასტუმროებში, მაგრამ, სამწუხაროდ, მერე რომ გახვიდოდი ქალაქში, ძალიან ბევრ პატარა მაღაზიაში ტაქსსა თუ მიკროავტობუსში რაც მე ვნახე, კიდე კარგი უარესი არ მოხდა. ყველა პატარა მაღაზიაში თითო პოლიციელს ხომ არ დააყენებ და თითო სამარშრუტო ტაქსში?!“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა