მიდლსექსის უნივერსიტეტსა (დიდი ბრიტანეთი) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

მიდლსექსისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს სპეციალური მხარდაჭერის პირობებს, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ახლად შექმნილ სადოქტორო კვლევების განვითარების ცენტრში მიდლსექსის უნივერსიტეტის უშუალო ჩართულობას, მხარდაჭერასა და EEU-ში განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დანერგვას. სადოქტორო კვლევების განვითარების ცენტრში საქმიანობას განახორციელებენ ბრიტანელი და ქართველი სპეციალისტები, ხოლო ცენტრს უხელმძღვანელებს პროფესორი პოლ გიბსი.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა ინერგება მიდლსექსის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების სადოქტრო პროგრამის ანალოგიით და პროგრამაში ჩართულნი არიან მიდლსექსის უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებიც გაუძღვებიან სასწავლო კურსებს, უხელმძღვანელებენ დოქტორანტებს და აღნიშნულ პროგრამას უხელმძღვანელებს ბრიტანელი პროფესორი. მხარდაჭერის ფარგლებში, EEU-ს სტუდენტებს მიდლსექსის უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო მასალებზე სრული წვდომის შესაძლებლობა მიეცათ. ასევე, სტუდენტები შეძლებენ სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მიდლსექსის უნივერსიტეტში ნებისმიერი მოდულის (სასწავლო/სამეცნიერო) გავლას და შესაბამისი სერტიფიკატის მიღებას.

განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე ერთობლივი მუშაობის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება, პროგრამის აკრედიტაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. მხარეების მიერ დაგეგმილია ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა