სერგი კაპანაძე - ნათია თურნავა არის ჩაფლავებული „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრი

ნათია თურნავა არის ჩაფლავებული „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოცხადებას.

კაპანძის თქმით, დღეს „ევროპულ საქართველოს“ თურნავასთან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე კონკრეტული კითხვები ექნება.

„ევროპული საქართველოს“ გუნდმა დღეს პარლამენტში დაიბარა ეკონომიკის მინისტრი. მასთან გვაქვს კონკრეტული კითხვები. ნათია თურნავა არის ჩაფლავებული „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრი. ჩვენი კითხვები ეხება მის მენეჯმენტს და ჩავარდნილ ზომებს, რომლებიც მათ მიიღეს კოვიდთან დაკავშირებით და შეწირეს ეკონომიკა, ასევე კითხვები ეხება იმ ძალიან მძიმე დილემას, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს აღმოვჩნდით ყველანი, როდესაც ერთი მხრივ, ეკონომიკა განადგურებულია და მეორე მხრივ, ისევ გვაქვს ინფიცირებული ადამიანების მატება. ჩვენი კითხვები ეხება იმ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს, რომელშიც ამ ჩაფლავებულმა გუნდმა შეიყვანა ქვეყანა. დღეს გამოჩნდება რატომ უნდა შეიცვალოს „ქართული ოცნება“, რატომ უნდა შეიცვალოს ეს ჩაფლავებული გუნდი და რატომ უნდა მოხდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას წაიყვანს წინ“, - აღნიშნა კაპანძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას ელოდებიან. მინისტრი პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით წარდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა