გიგა ბოკერია ნათია თურნავას - რა უნდა მოხდეს ივანიშვილის მთავრობამ გადასახადების რეალური დაწევა რომ განიხილოთ? რამდენად უნდა დამძიმდეს ვითარება?

რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის მთავრობამ, თქვენ, განიხილოთ გადასახადების რეალური დაწევა, არსებითი დაწევა. რამდენად უნდა დამძიმდეს ვითარება? - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესითაა მისული.

მისივე თქმით, საქართველოში მნიშვნელოვნადაა შემცირებული დასაქმებულთა ოდენობა.

"თქვენი მთავრობის მონაცემებით 2016-2019 წლამდე სადღაც 45 ათასით შემცირდა ოფიციალური დასაქმებულთა რიცხვი, ხოლო 2020 წლის მეორე კვარტალში წინა წელთან შედარებით 33 ათასით ნაკლები ადამიანია დასაქმებული. ეკონომიკის შემცირებამ -12 % შეადგინა. მე მინდა თქვენ გვითხრათ ზღვარი, რა ზღვრის შემდეგ განიხილავთ სერიოზულად ტვირთის შემცირებას მეწარმეებისა და მოქალაქეებისთვის. თქვენს პასუხში გიწერიათ, რომ სამასი მილიონი დავტოვეთ ეკონომიკაშიო, 6 მილიარდი არის დაკარგული და 300 მილიონი დაუტოვეთ ხალხს? ეს ბალანსი თქვენი აზრით პასუხობს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები და მეწარმეები დგანან? საშუალო კლასი და გაჭირვებული ხალხი? რა ზღვარს უნდა აცდეს კრიზისი და გაჭირვება, თქვენ რომ ტვირთის შემსუბუქება განიხილოთ და 300 მილიონი რანაირად პასუხობს 6 მილიარდიან დანაკარგს?! ისევ უტიფარი ტყუილი, ვწუხვარ რომ ეს უნდა გითხრათ. თქვენს პასუხში გიწერიათ, რომ თურმე მესამე ადგილზე საგადასახო ტვირთით საქართველოა, რაზე გაქვთ გათვლა, რომ ამ სიცრუეს უბრალოდ არავინ არ შეამოწმებს? აქ იყო პრემიერ-მინისტრი, თქვენი გუნდის ლიდერი, ლიდერი კი არა, ლიდერის ერთ-ერთი ასისტენტი, ივანიშვილის ერთ-ერთი ასისტენტი, მან გაიმეორა სიცრუე, ჩვენ მას მივუთითეთ რომ თქვენ ცრუობთ. გადასახადებს საერთო ტვირთით საქართველო არის 119-ე თუ 118 ადგილზე. ამ სიცრუეს რა აზრი აქვს ჩვენს მოქალაქეებს რითი უმსუბუქებს მდგომარეობას?"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა