საქართველოდან 25,070 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

17 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან 25,070 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 88% -ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტირებული ატმით და ვაშლატამით მიღებული შემოსავალი 69 %- ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 21,036 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (16,527 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,492 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა), ყაზახეთი (112,9 ტონა), უკრაინა (111,5 ტონა), პოლონეთი (111,5 ტონა), მოლდოვა (89,6 ტონა), სლოვენია (57,3 ტონა), სინგაპური (0,24 ტონა), ყატარი (0.01 ტონა), სიანგანი (ჰონკონგი) (0.06 ტონა). ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა