ირაკლი კობახიძე - ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის" შიგნით სერიოზული არეულობაა

ძალიან კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით სერიოზული არეულობაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, როგორ შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სადაც ვანო მერაბიშვილია, იქ მისი ადგილი არაა.

„ზოგადად, ძალიან კარგია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არის სერიოზული არეულობა, კლანები, დაპირისპირებული მხარეები, რაც საბოლოო ჯამში ძალიან წაადგება ჩვენს საარჩევნო შედეგს და „ნაცმოძრაობა" კიდევ უფრო ნაკლებ პროცენტს წაიღებს, ვიდრე თუნდაც, დღევანდელი კვლევები აჩვენებს. ეს არეულობა წაახალისებს ამ ყველაფერს, შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის. იქ არიან მერაბიშვილის ხალხი, ახალაიების ხალხი, მელიას ხალხი და აშ. ისინი არიან გადაკიდებული ერთმანეთს, რაც ძალიან ეხმარება სწორ საარჩევნო შედეგს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა