ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევისას კენჭისყრა ღია იქნება, საბჭოს წევრებს ეცოდინება თუ ვინ ვის რა ქულა მისცა

“საერთო სასამართლოების შესახებ" არსებული კანონპროეტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წევრის არჩევისას კენჭისყრა ღია იქნება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ეცოდინებათ, თუ ვინ რომელ კანდიდატს რა ქულა დაუწერა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ვინ ვის მისცა ხმა ეს მხოლოდ საბჭოს წევრებს ეცოდინებათ და არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს.

"კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა იყო საელჩოების წარმომადგენლებთან, კონკრეტული პუნქტები დეტალებში გავიარეთ, რომელიც არის კანონპროექტში ასახული და გარკვეული რეგულაციები დამატებით დაზუსტდება, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას.

იყო სამი ძირითადი რეკომენდაცია, კანონპროექტში სამივე ასახულია. ერთი უკავშირდება დასაბუთებას და დასაბუთების ნაწილში მნიშვნელოვანი დაზუსტებები გვაქვს, ახალი რეგულაციები. დარჩა გასაჩივრება და ეს უფლება სრულად არის უზრუნველყოფილი კანონპროექტით. მესამე საკითხი ეხება კენჭისყრის ღიაობას, უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევისას კენჭისყრა ღია იქნება, საბჭოს წევრებს ეცოდინება თუ ვინ ვის რა ქულა მისცა და ვინ ვის მისცა ხმა. ეს არ იქნება საჯარო, მაგრამ კენჭისყრა ღია იქნება, რაც კანდიდატებს სრულფასოვანი გასაჩივრების უფლებას მისცემს. საკვალიფიკაციო პალატას ეცოდინება ის, თუ ვინ ვისცა ხმა, ვინ როგორ შეაფასა, ამ თვალსაზრისით კენჭისყრა ღია იქნება, რაც შეეხება საჯაროობას, ამას თავისი მინუსები აქვს და ამას ვერიდებით,მაგრამ საბჭოს შიგნით კენჭისყრა ღია იქნება",- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა კანონპროეტში ჩადებული რაიმე ტიპის გარანტია, რომ კენჭისყრის შედეგი საბჭოს გარეთ საჯარო არ გახდეს, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ სისხლის სამართლებრივად იქნება დასჯადი ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის გარეთ გამოტანა.

"ეს კენჭისყრა ღია უნდა იყოს, მაგრამ ამ ინფორმაციის გასაჯაროვება მიზანშეწონილი არ არის.შესაბამისად, პასუხისმგებლობა საბჭოს იმ წევრებს დაეკისრებათ, ვინც გაასაჯაროვებენ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო არ უნდა იყოს. ზუსტად იმ მოდელს ჩამოვაყალიბებთ, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება",- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა