ნათია თურნავა ოპოზიციას - ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის აღმშენებლობას ახალი კაბინეტის ფორმატით, თქვენ გააგრძელებთ ჩვეულ სტილში კრიტიკას, მაგრამ ვის მივმართავ, დარბაზში არ არიან, გავიდნენ

საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შეუფერხებლად, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის აღმშენებლობას და განვითარებას უკვე ახალი კაბინეტის ფორმატით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში დასკვნითი სიტყვისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა სრულად ფლობს პროცესს, უძღვება მას სწორი სტრატეგიული ხედვით.

„საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შეუფერხებლად, რისთვისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და რომლის შემდეგაც მალე დავუბრუნდებით ჩვეულ საქმიანობას. მე ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ წინასაარჩევნო პროცესში მაინც მოვისმენთ უფრო კონსტრუქციულსა და უფრო კარგად გააზრებულ შემოთავაზებებს. უფრო გათვლილ წინადადებებს და არა უბრალოდ პოპულისტურ იდეებს. მოვისმენთ და დავინახავთ უფრო მეტ კომპეტენტურობას და არა უბრალოდ ციფრებით მანიპულირებას, რომელიც დღეს ჩვენ აქ, ამ დარბაზში, მოვისმინეთ. ეს არ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური განაცხადი. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის აღმშენებლობსა და განვითარებას უკვე ახალი კაბინეტის ფორმატით. თქვენ გააგრძელებთ ჩვეულ სტილში ოპოზიციონერობასა და კრიტიკას, მაგრამ ვის მივმართავ, დარბაზში არ არიან, გავიდნენ. იმედს გამოვთქვამ, რომ ნაწილობრივ მაინც ეს კრიტიკა დაეფუძნება სწორ გათვლებსა და კომპეტენციას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა