ამირან გამყრელიძე - საქართველო ისევ რჩება ევროპის რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება საკმაოდ საყურადღებოა, რაც მეტ სიფრთხილეს საჭიროებს. როგორც ის აცხადებს, დღეს დილით, დაახლოებით 11 ათასამდე PCR ტესტი ჩატარდა ქვეყანაში, ასევე დაახლოებით 1500 სწრაფი ტესტი.

„ზოგადად, საერთო გავრცელებისა და ინციდენტობის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო ისევ რჩება ევროპის რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. თუმცა, მოგეხსენებათ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად სამნიშნა ციფრი გვაქვს, ანუ 100-ზე მეტი ყოველდღიური ინფიცირება, რაც საკმაოდ საყურადღებოა და მეტ სიფრთხილეს, მეტ ყურადღებას საჭიროებს მოსახლეობისგან, ასევე ექიმებისგან და რა თქმა უნდა, სახელმწიფოსგან. ამიტომ, ყველა ზომა ტარდება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე აჭარის რეგიონში, რომელიც ყველაზე ცხელ წერტილად რჩება, რომ შეჩერდეს და ეს მაჩვენებელი თანდათან უკან წამოვიდეს. ამისთვის ყველაფერი კეთება, მოგეხსენებათ, ტარდება გაფართოებული ტესტირება.

დღეს დილით, დაახლოებით 11 ათასამდე PCR ტესტი ჩატარდა ქვეყანაში, ასევე კიდევ დაახლოებით 1500 სწრაფი ტესტი. ზოგადად, 30 იანვრიდან მოყოლებული ქვეყანაში ჩატარებულია 534 ათასი PCR ტესტი და დაახლოებით 301 ათასი სწრაფი ტესტი. ამ მაჩვენებლებით ერთ მილიონ მოსახლეზე გადათვლით, ჩვენ საკმაოდ კარგი პოზიცია გვაქვს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3119 -ს შეადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა