პროკურორის განცხადებით, სატელიტების მასალების მოპოვებას ცდილობენ, რომელიც 18-22 ივლისის პერიოდში გამოძიებისთვის საინტერესო ადგილას იქნება გადაღებული

პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, პროკურატურა სატელიტების ფოტო და ვიდეომასალების მოპოვებას ცდილობს, რომელიც 18-22 ივლისის პერიოდში გამოძიებისთვის საინტერესო ადგილას იქნება გადაღებული. გულუაშვილის განმარტებით, ამ მიზნით საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე სახელმწიფოსა და ორგანიზაციას უკვე მიმართა, თუმცა ნაწილისგან უარყოფითი პასუხი მიიღო, ნაწილის პასუხს კი ჯერ კიდევ ელის. ამის შესახებ ამირან გულუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რატომ ვერ ხერხდება, უტყუარი მასალების წარმოდგენა პროკურატურის მხრიდან, რომელიც აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა ყალბი მტკიცებულებაა.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ საქმე გვაქვს ძალიან სპეციფიურ საკითხთან. რომ წარმოვიდგინოთ, დედამიწის გარშემო არსებობს უამრავი თანამგზავრი, რომელიც წარმოადგენს კონკრეტული სახელმწიფოების, კონკრეტული ორგანიზაციების, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კუთვნილებას და ამ თანამგზავრებს აქვს თავისი დანიშნულება და ფუნქცია. მათი მიზანია კონკრეტული ამოცანების შესრულება. არ არსებობს ბუნებაში თანამგზავრი, რომელიც 24-საათიანი რეჟიმში ახორციელებს დედამიწის ფოტო ან ვიდეოგადაღებას მიახლოვებული რაკურსით. ეს თეორიულადაც კი წარმოუდგენელი და შეუძლებელია, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო არის საქმისთვის ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, არა ზოგადად ნებისმიერი თანამგზავრი, რომელიც, პირობითად, საინტერესო დროის მონაკვეთში, საქართველოს საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, საქართველოს თავზე, არამედ თანამგზავრი, რომელიც ახლო რაკურსიდან ახორციელებდა ფოტო ან ვიდეოგადაღებას იმ ადგილის, რომელიც ჩვენთვის არის საინტერესო. ჩვენ მივმართეთ არაერთ სახელმწიფოს, არაერთ ორგანიზაციას, მათ შორის, საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოს თხოვნით, ხომ არ აქვთ მათ თანამგზავრებს გადაღებული ვიდეო ან ფოტომასალა იმდენად ინფორმატიული, რომ შესაძლებელი იყოს იქ ობიექტების გარჩევა. ნაწილი მათგანისგან მივიღეთ უარი იმ შინაარსის, რომ მათი თანამგზავრები დროის იმ მონაკვეთში არ იმყოფებოდნენ საქართველოს ცაზე, ნაწილი მათგანი ადასტურებს, რომ თანამგზავრი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ თანამგზავრის რაკურსი არ იყო იმდენად მიახლოვებული, რომ შესაძლებელი იყოს ობიექტების გარჩევა და ნაწილი მათგანისგან ველოდებით ინფორმაციას. ჩვენც გვაქვს იმედი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, მოვიპოვოთ ინფორმატიული ვიდეო ან ფოტომასალა და ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მოვახდენთ საზოგადოების, ისევე როგორც თქვენს ინფორმირებას,“- განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა