საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და განათლების ადმინისტრატორებისათვის „დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო“ შეიქმნება

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და ააიპ „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება დისტანციური სკოლის/სწავლების მართვის სახელმძღვანელოს შედგენის შესახებ. ინფორმაციას ამის თაობაზე „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელებაში, საუკეთესო გამოცდილებათა თავმოყრა როგორც საქართველოს, ისე უცხოური ქვეყნების მაგალითზე და სკოლის ადმინისტრატორებისათვის ერთიანი სახელმძღვანელო გზამკვლევის შექმნა პრაქტიკული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით.

ასოციაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემა ქვეყნის მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

მათი ცნობით, პროექტის ხანგრძლივობა 6 თვეა და იგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით და მხარდაჭერით ხორციელდება.

„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია ინა გუდავაძის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას- სასკოლო განათლება, საშუალო სპეციალური განათლება და უმაღლესი განათლება.

რაც შეეხება საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციას ის 2016 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია საქართველოში ეფექტური სასკოლო მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა. ასოციაცია აერთიანებს, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლის ადმინისტრატორებს. ასოციაცია მრავალი კონფერენციისა და პრაქტიკული ტრენინგისა და სემინარის ორგანზატორია განათლების მიმართულებით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით გამოსცემს ჟურნალ „სკოლის მართვას",- ნათქვამია „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციაციის“ განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი