გერმანიაში კორონავირუსის 2 297 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 6 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2 297 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 270 070-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 9 384-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებით „ძალიან სერიოზული სიტუაციაა“, მისივე თქმით, ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 2 კვირის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა