ეკა ლალიაშვილი - კვლავ არ მოწმდება ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობა, რა ვისწავლეთ შატილის ტრაგედიიდან? როდემდე გაგრძელდება  გზებზე სიკვდილობა?

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ კვლავ არ მოწმდება ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობა.

„მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა, საქალაქთაშორისო გადაადგილებისას ავტოავარია მოხდა, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი. ქვეყანაში კვლავ გადაადგილებიან ტექინსპექტირებაზე ვაგადაცილებული სატრანსპორტო საშუალებები და გადაჰყავთ ათეულობით მგზავრი.

მათ უსაფრთხოებაზე კი პასუხისმგებელი არავინაა, არც მძღოლი, არც კომპანია, არც სახელმწიფო. კვლავ არ მოწმდება ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობა, გადატვირთულობა, მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მუშაობის და დასვენების საათები. რა ვისწავლეთ შატილის ტრაგედიიდან? რის გაუმჯობესებას შევეცადეთ და როდემდე გაგრძელდება გზებზე მასშტაბური სიკვდილობა?“- აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ხაშური-გორის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10-მდე მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. მიკროავტობუსი საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ