პარტია „რეფორმერი" საპარლამენტო არჩევნებში  13  ნომერით მიიღებს მონაწილეობას

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების წილისყრის პროცედურა გაიმართა. პარტია „რეფორმერს" 13 ნომერი წილისყრის პროცედურის შედეგად მიენიჭა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „რეფორმერიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პარტია "რეფორმერი" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 10 აგვისტოს დარეგისტრირდა. "რეფორმერი" პოლიტიკურ პარტიად დაფუძნებამდე წარმოადგენდა ახალგაზრდულ პლატფორმას და ახორციელებდა სხვადასხვა სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ეს პროექტები მიმართული იყო ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებისა და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნისთვის.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პარტია "რეფორმერმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა ვაკის, მთაწმინდის, ისნის, გლდანის, დიდუბე-ჩუღურეთის, აგრეთვე ბათუმისა და მცხეთა-თიანეთი-დუშეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქებში.

" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება რადიკალურად გადამწყვეტი არჩევნები. 30 წელია, ქართულ პოლიტიკაში ერთი და იგივე სახეები ტრიალებს, ისინი გვაძლევენ დაპირებებს ხან ერთი, ხან მეორე პარტიიდან, მაგრამ რეალურად არაფერი კეთდება და ქვეყნისთვის არაფერი იცვლება. ამ პროცესებში იკარგება დრო. „რეფორმერი“ არასდროს გახდება ამ პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ამიტომაც დავიწყეთ ახალი, განსხვავებული პროცესების შექმნა.

დღეს, საქართველოს წინაშე დგას მწვავე პრობლემები ქვეყნის ყველა სტრატეგიული მიმართულებით, დაწყებული ეკონომიკით დამთავრებული ეროვნული უსაფრთხოებით. ჩვენ თავი მოვუყარეთ წარმატებულ, მოტივირებულ და პროფესიონალ ადამიანებს ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების, ტექნოლოგიების, უსაფრთხოებისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებებით, რომლებსაც რეფორმერის პლატფორმა აძლევს საჭირო ინსტრუმენტებს და საშუალებებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა მოახმარონ ქვეყნის განვითარებას.

ჩვენ გვსურს შევქმნათ ახალი, პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთვის, სადაც გადაწყვეტილებებს მიიღებენ პროგრესულად მოაზროვნე, პროფესიონალი, მოტივირებული, მიუკერძოებელი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ ქვეყნის მართვის თანამედროვე საჭიროებებს. ჩვენი მიზანია ჩვენი გამოცდილება და რესურსი გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის და დავამკვიდროთ პოლიტიკის ახალი სტანდარტი", - აცხადებს პარტია"რეფორმერის" დამფუძნებელი თორნიკე ჯანაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა