ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა

ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია, იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში, დღეიდან შესაძლებლობა ექნება საწყისი საბრძოლო მომზადება თანამედროვე სტანდარტის, უახლესი ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილ სამხედრო ბაზაზე გაიაროს, - აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები ბაზაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნენ. ახალქალაქში მდებარე ძველი, საბჭოთა ბაზა უახლეს ინფრასტრუქტურად იქცა - შეიცვალა და გარემონტდა შენობა-ნაგებობები, ყაზარმები, სასადილოები, მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა და სრულად განახლდა საკომუნიკაციო სისტემები. საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი მზად არის ერთ ნაკადზე 800, როგორც საკონტრაქტო, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეკრუტი მიიღოს და მოამზადოს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნაა. მისი თქმით, კურსის გავლისა და ფიცის დადების შემდგომ, რეკრუტებს ჯარში დახვდებათ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, უმაღლესი სტანდარტების უნიფორმა და ფეხსაცმელი, მსოფლიო ბრენდების საუკეთესო სპეცტექნიკა, განახლებული შეიარაღება, წვრთნისა და განათლების ახალი შესაძლებლობები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სოციალური უზრუნველყოფა.

„2015 წლის 3 სექტემბერს, ცენტრს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა, ხოლო 19 სექტემბერი, ცენტრის დღედ გამოცხადდა. დღემდე, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი განლაგებული იყო წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ „ალგეთის“ საწვრთნელ ბაზაზე. საბრძოლო მომზადების ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში, სადაც თავდაცვის ძალების ყველა სახეობისათვის მომავალ ჯარისკაცებს ამზადებენ. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ხანგრძლივობა 10 კვირაა, რომლის მიმდინარეობისას, რეკრუტი სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში ემზადება და საბაზისო სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება. იგი უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმითა და საველე აღჭურვილობით, სამედიცინო დაზღვევითა და განთავსებით. პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ. დაარსების დღიდან დღემდე საწყისი საბრძოლო მომზადება რამდენიმე ათეულმა ათასმა რეკრუტმა გაიარა. საზეიმო ცერემონიალი წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით დასრულდა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა ზაზა ფერაძის შვილებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა“,- აღნისნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას