თბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა

დედაქალაქი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვაკის პარკიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე ველომსვლელობა გაიმართა, რომელშიც თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე მონაწილეობდა.

მაია ბითაძის განცხადებით, ამ სახის ინიციატივებს მერია მხარს მომავალშიც დაუჭერს.

„ყველა ჩვენი პარტნიორი, როგორც საერთაშორისო, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები, დღეს ჩვენთან ერთად არიან. ვფიქრობ, თითოეული ასეთი ღონისძიება ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ცნობიერების ამაღლებასა და იმ საქმეში, რასაც სუფთა თბილისი და სუფთა ჰაერი ჰქვია“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

„მობილობის ევროპული კვირეულის მოწოდებაა „ნულოვანი გამონაბოლქვი, მოძრაობა ყველასათვის“. ღონისძიება„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით და გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.

2002 წლიდან, სექტემბერში, ევროპის ბევრი ქალაქი მობილობის ევროპულ კვირეულს აღნიშნავს. კამპანია შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს ქალაქებისთვის, მოსახლეობას წარუდგოს მდგრადი მობილობის ალტერნატივები და ახსნას, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქალაქი. კვირეულის ფარგლებში, ხდება ახალი სატრანსპორტო ღონისძიებების წარდგენა და ინფორმაციის გავრცელება მომხდარ და დაგეგმილ ცვლილებებზე. თითოეული მათგანის მიზანია, სატრანსპორტო სისტემის მდგრადი განვითარების გზით მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა