გურიაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

გურიაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ,კოვიდ- 19 ოზურგეთის მცხოვრებს დაუდგინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.

,,ამ დროის მონაცემებით გურიაში გვაქვს 49 შემთხვევა, ერთი დღეს დაგვემატა, აქედან ყველაზე მეტად ყურადღებამისაქცევი არის ზოტი და ლაითური. ზოტში გუშინ ვიმუშავეთ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად. 49 კონტაქტი დავადგინეთ გუშინდელი ინფიცირებულების, რომელთანაც გვექნება სამუშაო, ამ 12 დღის განმავლობაში. პასუხები ჯერჯერობით არ გვაქვს.

ლაითურში ორი შემთხვევა დაგვემატა გუშინ, იქაც მუშაობდა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ასევე ველოდებით ტესტირების პასუხებს", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ.

ამ დროის მონაცემებით, გურიაში გამოსაკვლევად 300-350 ტესტის პასუხი მზადდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა