კასპში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

კასპში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. დაკავებული მიხეილ კოტიაშვილი უკვე მოინახულა ადვოკატმა.

ადვოკატი, ხვიჩა ქოთოლაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული დანაშაული თავდაცვის მიზნით ჩაიდინა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს მომხდარს, მაგრამ ამბობს, რომ ჩაიდინა თავდაცვის გარემოებაში. მისი თქმით, კოტიაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და მან ცეცხლსასროლი იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა",- განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს კასპში მცხოვრებმა მიხეილ კოტიაშვილმა, რომელიც ერთ-ერთ კერძო სახელოსნოში მღებავად მუშაობს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ერთი ადამიანი მოკლა, მეორეს კი დაზიანება მიაყენა. ორივე მათგანი ქარელის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და კასპში მანქანის შესაკეთებლად იყვნენ ჩასული.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოკლული და დაშავებული სახლში ბრალდებულთან სახლში, სუფრასთან იმყოფებოდნენ, რა დროსაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც მასპინძლის მხრიდან სროლა მოჰყვა.

ბრალდებული ანალოგიური დანაშაულისთვის წარსულშიც არის ნასამართლევი, წლების წინ მას ორი ახალგაზრდის მკვლელობას ედავებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა