მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურას გადასცემს სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმს, რომელშიც აღწერილია, როგორ უგზავნიდა ის თამარ ბაჩალიაშვილს „ფლეშკებს“ და აძლევდა მითითებებს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს, თბილისის პროკურატურაში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი მიიტანა, სადაც აღნიშნული პიროვნება დეტალურად აღწერს, თუ როგორ უგზავნიდა თამარ ბაჩალიაშვილს „ფლეშკებს“ და აძლევდა გარკვეულ მითითებებს.

რამიშვილის თქმით, ამ ადამიანის, მისი ოჯახის წევრებისა და საკუთარი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით, საქართველოში მყოფ ყველა ელჩს მიმართავს, რადგან მას კიდევ ბევრი სხვა ინფორმაცია მოეპოვება.

"მე დღეს მოვიტანე ერთი გამოკითხვის ოქმი, რომელიც 3 აგვისტოთი თარიღდება, როდესაც სუს-ის თანამშრომელი დამიკავშირდა და რომელიც გამოკითხვის ოქმში პირადად, დეტალურად, აღწერს, როგორი ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან, როგორ გადასცემდა მას გარკვეული წლების წინ, "ფლეშკებს" და როგორ აძლევდა მას მითითებებს. ამიტომ მოვედი, რომ დავეხმარო გამოძიებას. მე ყველაფერი ვიცოდი, ყველაფერს ვაკვირდებოდი და მაინტერესებდა, გამოძიება რას მოიმოქმედებდა. გადავცემ გამოძიებას გამოკითხვის ოქმს, მივუთითებ გვარებს და სახელებს, რაც გამოკითხვის ოქმში წერია და დაველოდები, რას მოიმოქმედებს გამოძიება. ეს ადამიანი ახლა არ მუშაობს, მაგრამ როდესაც მუშაობდა დაკავებული იყო იმ სფეროსთან, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერებთან და პროგრამებთან. იმ ადამიანის, მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით, ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით მე აუცილებლად მივმართავ საქართველოში მყოფ ყველა ელჩს იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი სხვა ინფორმაციაც მაქვს. მე იმასაც არ დავმალავ, რომ ბაჩანა ლობჟანიძესთანაც მქონდა გუშინ კონტაქტი და ამ ადამიანის სახელისა და გვარის გაგების შემდეგ, მას ჰქონდა სურვილი, რომ შემხვედროდა, მაგრამ დღეს მთელი დღეა ტელეფონი გამორთული აქვს",-განაცხადა რამიშვილმა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით