მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანელი ჯარისკაცის დაღუპვაზე - სომხეთს მოვუწოდებ, გონს მოეგოს და აგრესია შეწყვიტოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჯარისკაცის მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.

„მსურს, მოძმე აზერბაიჯანელ ხალხსა და ოჯახს უმცროსი სერჟანტის, ელშენ მამედოვის გარდაცვალების გამო მივუსამძიმრო. სომხეთს მოვუწოდებ, გონს მოეგოს და აგრესია შეწყვიტოს,“- წერს თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სომხური მხარის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის თოვუზის მიმართულებით განხორციელებული პროვოკაციული ქმედების შედეგად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, უმცროსი სერჟანტი მამედოვ ელშენ ალი ოღლუ გარდაიცვალა“.

იხილეთ ვიდეო:მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანელი ჯარისკაცის დაღუპვაზე - სომხეთს მოვუწოდებ, გონს მოეგოს და აგრესია შეწყვიტოს

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი