ტრამპის ადმინისტრაციამ სამი ქალაქი, მათ შორის ნიუ-იორკი, ანარქისტულ ქალაქებად დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სამი ქალაქი: ნიუ-იორკი, პორტლენდი და სიეტლი „ანარქისტულ ქალაქებად“ დაასახელა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამ ქალაქებმა, შესაძლოა, ფედერალური ხელისუფლების დაფინანსება დაკარგონ.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ფედერალური ბიუჯეტიდან თანხა გაიფლანგოს, მაშინ როდესაც მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული არ არის“, – ნათქვამია აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის, მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ის პორტლენდის, ნიუ-იორკისა და სიეტლის ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდებს, „შეცვალონ კურსი, სერიოზულად მოეკიდონ მთავრობის ფუნქციების შესრულების საკითხს და დაიწყონ საკუთარი მოქალაქეების დაცვა.“

აღნიშნული ქალაქების მერები ტრამპის აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებენ და სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრებიან.

ნიუ-იორკში, პორტლენდსა და სიეტლში მაისის შემდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და რასიზმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები არ წყდება. პროტესტი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც დაკავების დროს, პოლიციელების მიერ გამოჩენილი ძალადობის შედეგად შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს