საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თურქულ ENKA-სთან ითანამშრომლებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელ კომპანია ENKA Renewables-ს შორის, 2020 წლის ბოლომდე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სტუ-დან აცნობეს.

მათივე ცნობით, მემორანდუმში გათვალისწინებული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კორპორაცია ENKA-ს პრაქტიკული გამოცდილების ელემენტების ასახვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში, სტუდენტთა სასწავლო და წინასადიპლომო პრაქტიკის ორგანიზება-განხორციელება და სხვ. ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ხელმძღვანელ ბარან ოზგენთან შეხვედრისას განიხილა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ელენე ღუბიანური, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი ზურაბ გვიშიანი, სტუ-ის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დევი ხვედელიანი და რექტორის მრჩეველი თამარ ლომინაძე.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სამივე საფეხურის სტუდენტები, კორპორაცია ENKA-ს მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სამშენებლო მოედანზე მიმდინარე პროცესებში. შესაძლებელი ხდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება თურქეთის წამყვან სასწავლო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებშიც. ჩვენ მზად ვართ აქტიური თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. თურქული კორპორაცია ENKA (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.) პროექტის ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელია. ENKA, ძირითადად, ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს და ამჟამად, მსოფლიოს 64 ქვეყანაში 20 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მდგრადი განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ENKA-მ შექმნა და აფინანსებს სამ სკოლას, რომელშიც ჯამში, 2800-მდე მოსწავლე სწავლობს. მათგან ორი - მოზარდებს პროფესიულ ტექნიკურ განათლებას აძლევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა