თენგიზ ომანაძე - სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია თუ არა ის, რომ მას ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა სურს

სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია თუ არა ის, რომ მას ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა სურს,- ასე გამოეხმაურა „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ ომანიძე სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ოპოზიციასთან პარტიულ კოალიციას არ ხედავს”.

„თავისუფალი საქართველო“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც საკუთარი გზა გააჩნია და რომელიმე ვექტორთან ასოცირებული არ არის. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არც „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში ვიქნებით და არც „ქართული ოცნების“, აქედან გამომდინარე, რომელიმე გუნდთან კოალიცია თავიდანვე გამოვრიცხეთ. რაც შეეხება თავად სააკაშვილის განცხადებას, მას ახალი არაფერი უთქვამს. ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ ეგუება ძალაუფლების დაკარგვას და მხოლოდ მისი დაბრუნება სურს. ის განცხადებაც, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მხოლოდ 2 წლით იქნება პრემიერ-მინისტრი და შემდეგ ამ პოსტს დათმობს, კომიკური და აბსურდულია. ასე ამბობდა ივანიშვილიც, ხელისუფლებაში 1 წლით ვიქნებიო, მაგრამ საქართველოს უკვე მერვე წელია მართავს“,- განაცხადა თენგიზ ომანიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილმა რაიმე რომ დათმოს, ჯერ საქართველოში უნდა დაბრუნდეს.

„მიშა ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში, მაგრამ კარგად ვიცით სადაც დღემდე იმყოფება. ერთდროულად ორი ქვეყნის პატრიოტიზმი, ჯერ ისტორიას არ ახსოვს. სააკაშვილს სურს, რომ ახალი ისტორია დაწეროს და გმირის მანტია მოისხას, მაგრამ გმირობას სააკაშვილი მისი წარსულიდან გამომდინარე ვერ შეძლებს და ეს არც ბოდიშების მოხდით მიიღწევა“,- განაცხადა თენგიზ ომანიძემ. ინფორმაციას “თავისუფალი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში