კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა, ის საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.

"სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი. თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე",- განაცხადა გამყრელიძემ.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა