ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს და ხვალ, იუსტიციის სახლთან სპეციალური სივრცე იქნება, სადაც მსურველებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს და ხვალ, იუსტიციის სახლის უკან, სპეციალური სივრცე იქნება, სადაც ნებისმიერ მსურველს კორონავირუსის ტესტის აღება შეეძლება.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მათი მიზანია, თბილისში ინფექციის ცირკულირების ინტენსივობის გაზომვა.

„მოგიწოდებთ, იუსტიციის სახლის უკანა მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, დღეს და ხვალ იქნება ნიმუშის აღება. ვისაც გსურთ, შეგიძლიათ აიღოთ ნიმუში და მეორე დღეს იქნება პასუხი, გვაინტერესებს დაახლოებით 1000 ადამიანზე გაკეთდეს. რამდენიმე სეროპრევალენტობის კვლევები გავაკეთეთ. ეს კვლევები არიას საშუალება, რომ გარკვეულად პულსზე გვეჭიროს ხელი რა ხდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:სად განთავსდება სპეციალური სივრცე თბილისში, სადაც მსურველებს კორონავირუსის ტესტის აღება შეეძლებათ?

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა