დავით ჭიჭინაძე - მიშამ დაიწყო სინგაპურის მოდელით, ესენი საჩხერის მოდელზე გადავიდნენ

მიშამ დაიწყო სინგაპურის მოდელით, ესენი საჩხერის მოდელზე გადავიდნენ. შუაში შეკვეთილი მაინც გაევლოთ, იქ აუზი მაინცაა თანამედროვე და საკონცერტო დარბაზი“, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე „ოცნების“ ლიდერების წინასაარჩევნო შეხვედრებს.

ჭიჭინაძის თქმით, განვითარების მოდელი მაშინ არის კარგი, როდესაც მოქალაქეებს საკუთარი შემოსავლით დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე შეუძლიათ წარმართონ საკუთარი ოჯახები.

„ის, რომ ვიღაც საჩხერეში სახურავებს გადახურავს და მერე უნდა, რომ ეს მოდელი მთელ ქვეყანას მოარგოს, იმ მთავრობის საქმეც დამთავრებულია და პოლიტიკური გუნდისაც. კარგი მოდელი მაშინ არის, როდესაც ადამიანებს ისეთი შემოსავალი აქვთ, მათ დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე შეუძლიათ წარმართონ ოჯახიც და ქვეყანა.

სწორედ ეკონომიკა გახდა ის გამოწვევა ამ ხელისუფლებისთვის, რომლის გასაღებსაც ვერ პოულობენ, მაგრამ თურნავებით, მაჭავარიანებით, გახარიებით ვერც ვერასოდეს მოაგვარებენ ქვეყნის პრობლემებს. ამას ემატება სააკაშვილის გაუგებარი განცხადებები, რაც ადამიანებში მძაფრ ემოციებს იწვევს; მერაბიშვილის გავლენებიც საკმაოდ იგრძნობა მთელ რიგ საარჩევნო ოლქებში. მოკლედ, სანამ რუხი კარდინალობა არ დასრულდება ამ ქვეყანაში, სანამ ადამიანებს არ ეცოდინებათ ვინ ღებულობს ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას და ვის ესაუბრებიან, არაფერი არასოდეს არ დალაგდება. ასევე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მევახშურ-ბანკური მოდელი დასრულდეს, ადამიანების ვალებისგან უნდა გათავისუფლდნენ!“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა