გიგლა მიქაუტაძე - სესხების გადავადებისთვის რეფინანსირების ახალი მექანიზმი უნდა შეიქმნას

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, დასრულდა ბანკების მიერ დაწესებული საშეღავათო პერიოდი, თუმცა ქვეყანაში კვლავ კორონაკრიზისია და ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას ბევრი ადამიანი ისევ ვერ ახერხებს.

მიქაუტაძის თქმით, ამ დროს მთავრობა დუმს და ხალხს არაფერს სთავაზობს.

„მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ მსგავსი კრიზისული სიტუაციების მართვა სწორედ მათი პირდაპირი მოვალეობაა და მოვუწოდებ, დროულად აიღონ ინიციატივა ხელში. აუცილებელია, რომ მთავრობის, ეროვნული ბანკისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ სასწრაფოდ და ერთად შეიმუშაონ სესხების რეფინანსირების ახალი მექანიზმი, რათა 6 თვით მაინც მოხდეს საშეღავათო პერიოდის დაწესება იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც კრიზისამდე პირნათლად ემსახურებოდნენ ვალდებულებებს. მჯერა, ამ საკითხში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და საფინანსო ორგანიზაციებიც დაგვეხმარებიან. რისკები ყველა მხარემ უნდა გაინაწილოს, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას ფინანსური კრიზისი, რომელიც მხოლოდ კოორდინირებული მუშაობით შეიძლება, ავიცილოთ თავიდან. მსგავსი სქემები არაერთ ქვეყანაში უკვე გამოიყენეს და საჭიროა მათი გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება