თენგიზ ცერცვაძე - 3000 საწოლის მობილიზება შესაძლებელია შედარებით უმტკივნეულოდ, თუ საჭირო იქნება, მიმართავენ რადიკალურ ქირურგიულ ზომებს და მოხერხდება კიდევ ამდენი საწოლის მომზადება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს 3000 საწოლის მობილიზება უმტკივნეულოდ შეუძლია.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ საწოლების მობილიზებაა, რადგან ქვეყანაში ექიმების საკმარისი რაოდენობაა.

თენგიზ ცერცვაძე ვერ ასახელებს იმ რიცხვს, რომლის დაფიქსირების შემდეგაც შესაძლოა, საქართველოს სამედიცინო სექტორს კოვიდინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობა გაუჭირდეს და იმედოვნებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია მალე დასტაბილურდება.

„ის კრიტიკული რიცხვი, როდესაც შესაძლოა ჩვენს კლინიკურ სექტორს გაუჭირდეს, მხედველობაში მაქვს საწოლების საჭირო რაოდენობის და ექიმების საჭირო რაოდენობის მობილიზება, ასეთი ერთი რიცხვის დასახელება, მე არ შემიძლია. რამდენადაც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალური პირების განცხადებებით, მათ თავისუფლად შეუძლიათ 3000 საწოლის მობილიზება.

3000 საწოლის მობილიზება არ არის მაქსიმალური უბრალოდ ამ რაოდენობის საწოლების მობილიზება შესაძლებელია შედარებით უმტკივნეულოდ. თუ საჭირო იქნება და მიმართავენ რადიკალურ ქირურგიულ ზომებს, მოხერხდება კიდევ ამდენი საწოლის მობილიზება და ექიმების. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც საწოლების მობილიზებაა, ექიმების საკმარისი რაოდენობაა ქვეყანაში“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.

გარდა ამისა, ცერცვაძის განცხადებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში საველე ჰოსპიტლების განთავსება ჯერჯერობით არ იგეგმება.

„საველე ჰოსპიტლების გახსნაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა, აქამდე ჯერ ძალიან შორს ვართ. ჩვენ ყველას გვაქვს იმედი, რომ მდგომარეობის დასტაბილურება მოხდება, იმდენად, რომ კლინიკურმა სექტორმა გაუძლოს გადაძაბვის გარეშე, რაც უცხოეთში იყო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ასევე ისაუბრა, ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე.

მისივე თქმით, საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს.

„რიგი გარემოებების გამო მიმაჩნია, რომ შემთხვევები მატება არ არის საგანგაშო და საპანიკო, ეს არის კონტროლირებადი მატება covid-19-ით ინფიცირებულების და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი შესაბამისი სამსახურების მხრიდან ადეკვატური ღონისძიებების გატარებით ამის დასტაბილურება მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამოდენიმე დღეში 4 პაციენტი გარდაიცვალა, ჯერჯერობით ამ ამოცანას ქვეყანა წარმატებით ართმევს თავს და მას ჰყავს ცალსახად ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ერთ მილიონ მოსახლეზე, ვიდრე სხვა ქვეყნებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით