საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია ინიციატივით გამოდის, აეროპორტში ყველა მგზავრს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდეს

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ინიციატივით გამოდის, რომ მგზავრებისთვის სავალდებულო კარანტინის ზომა გამგზავრებამდე აეროპორტებში კორონავირუსზე საყოველთაო ტესტის ჩატარებით ჩანაცვლდეს.

„ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატიულ ზომას, რომელიც ჩაანაცვლებს კარანტინს და რაც გულისხმობს ჩასხდომამდე ყველა მგზავრისთვის ტესტის ჩატარებას“, - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელობამ ონლაინ პრესკონფერენციაზე.

მათივე განმარტებით, გაფრენამდე ყველა მგზავრის სისტემური შემოწმება იქნება გარანტია იმისა, რომ მგზავრობა ხდება იმ ადამიანებთან, ერთად ვინც ინფიცირებული არ არის, ხოლო დაინფიცირების რისკი შემცირდება.

ორგანიზაცია შემოწმების საშუალებად ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტს ასახელებს, რომლის დროსაც ცხვირ-ხახის ნაცხის აღება ხდება და 15 წუთში მზად არის პასუხი, თუმცა მისი სიზუსტის ხარისხი შედარებით დაბალია.

საერთაშორისო ასოციაციის დირექტორი მიიჩნევს, რომ ვირუსის გადაცემის რისკების მინიმუმამდე დაყვანისთვის ეს მეთოდიც საკმარისია.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის