ემანუელ მაკრონი ნავალნის საქმეზე რუსეთს - ჩვენ არ მოვითმენთ ქიმიური იარაღის გამოყენებას

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ განმარტებას რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ.

მან რუსეთი გააფრთხილა, რომ პარიზი არ დაუშვებს წითელი ხაზების გადაკვეთას ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე.

”ჩვენ არ მოვითმენთ ქიმიური იარაღის გამოყენებას ევროპაში, რუსეთში ან სირიაში,” - განაცხადა ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას და დასძინა, ”ეს განმარტება უნდა იყოს სწრაფი და უზადო, რადგან ჩვენ დავიცავთ ჩვენს წითელ ხაზებს“.

​მაკრონს არ დაუკონკრეტებია შემდგომი მოქმედებები, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი დამაკმაყოფილებელ განმარტებებს არ გააკეთებს.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, 22 აგვისტოს კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ