მაიკ პენსის თვითმფრინავი ნიუ-ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, თვითმფრინავი აშშ-ის ნიუ-ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

მედია საშუალებები თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აფრენიდან ცოტა ხანში თვითმფრინავს ფრინველი შეეჯახა, რის შემდეგაც უსაფრთხოების მიზნით, ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოცემის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ვიცე-პრეზიდენტი ვაშინგტონში სხვა თვითმფრინავით დაბრუნდა.

პენსი გილფორდში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო: მაიკ პენსის თვითმფრინავი ნიუ-ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს