ალექსეი ნავალნი - კარგი ვერსიაა, სამზარეულოში თავად დავამზადე „ნოვიჩოკი", თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში

სამზარეულოში თავად მოვამზადე "ნოვიჩოკი“ და თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე, - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალქსეი ნავალნი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ წერს, რითაც ის ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსეი ნავალნიმ შესაძლოა, მომწამვლელი ნივთიერება თავადვე მიიღო.

„კარგი ვერსიაა. ვთვლი, რომ ყურადღებით შესწავლას იმსახურებს. სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი". თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე ბოთლიდან. ჩავვარდი კომაში. მანამდე მოველაპარაკე მეუღლეს, მეგობრებს და კოლეგებს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვდა, რომ მე სამკურნალოდ გერმანიაში გადავეყვანე, მათ ეს არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ. ომსკის საავადმყოფოში სიკვდილი და ომსკის მორგში მოხვედრა, სადაც სიკვდილის მიზეზად დაადგენდნენ "იცხოვრა საკმარისი" - აი, ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი. მაგრამ პუტინმა მომიგო, მას ასე ადვილად ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე სულელს, კომაში ყოფნა 18 დღე მომიწია, მაგრამ ჩემსას ვერ მივაღწიე, პროვოკაცია არ გამომივიდა," - წერს ნავალნი ინსტაგრამზე.

იხილეთ ვიდეო: ალექსეი ნავალნი - კარგი ვერსიაა, სამზარეულოში თავად დავამზადე "ნოვიჩოკი", თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა