რატი იონათამიშვილი - ბევრი პარადოქსია - „ევროპული საქართველო” გმობს „ნაცმოძრაობის“ წარსულს, ადამიანი, რომელიც საკრედიტო პოლიტიკას ეწეოდა, მევახშეების მიმართ სანქციების ინიციატივით გამოდის

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია პარადოქსებით გამოირჩევა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნების შედეგი იქნება ის, რომ საზოგადოება აირჩევს პარტიას, რომელიც შეძლებს საქართველო კიდევ უფრო მეტად დააახლოვოს ევროინტეგრაციას.

„ეს საარჩევნო კამპანია ძალიან ბევრი პარადოქსით გამოირჩევა. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ „ევროპული საქართველო” გმობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს, ყველაზე მასშტაბური დამნაშავეები ცდილობენ უდანაშაულო და უცოდველ ადამიანებად წარმოჩინდნენ. ამ ჟანრის გაგრძელებაა, როდესაც ადამიანი, რომელიც საკრედიტო პოლიტიკას ეწეოდა ათწლეულების განმავლობაში, დღეს მევახშეების მიმართ სანქციების ინიციატივით გამოდის. შარჟია ეს ყველაფერი და საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ჩვენი მოსახლეობა აირჩევს მას, ვინც ყველაზე მეტად არის ახლოს მოსახლეობის გამოწვევებთან და ვისაც აქვს უნარი, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დააახლოვოს ევროინტეგრაციას”,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის თქმით, ოპოიცია საზოგადოების წინაშე საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენს.

„არჩევნებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი და რასაც ვუყურებთ, როგორ იქცევა ხელმოცარული ოპოზიცია, არის სრულიად ამაზრზენი. მთელი ამ ხნის მანძილზე მათ, ფაქტობრივად, არ უსაუბრიათ საზოგადოებასთან, არ უსაუბრიათ საქმეზე. გასაგებია, რომ ამისი რესურსი არ გააჩნიათ, მაგრამ ელემენტარული საჭიროება მოითხოვს ამას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო ქმედება, რაც კი ჩვენ წინასააჩევნო პერიოდში გვახსოვს. ამისი შეფასება მოხდება ძალიან ობიექტურად და აღარავის უნდა გაუკვირდეს, რომ მათი რეიტინგი დღეს არის ძალიან დაბალი და ხვალ კიდევ უფრო დაბალი იქნება”,- განაცხადა იონათამიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა