გიგა ბოკერია - თანამდებობების განაწილება სისულელეა, საწყისშივე მიუღებელი იყო ჩვენთვის ეს იდეა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებები თანამდებობების განაწილების საკითხამდე არც მისულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიგა ბოკერიამ განუცხადა, თანამდებობების განაწილება „საერთოდ სისულელეა“ და ეს იდეა „ევროპული საქართველოსთვის“ საწყისშივე მიუღებელი იყო.

„მოლაპარაკება მაგ საკითხამდე არც მისულა. ერთიანი სია ოპოზიციისთვის წამგებიანი და არარეალური იდეაა მთალიანად. პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის „ევროპულმა საქართველომ“ სამოქალაქო ჯგუფისა და საზოგადოების ლიდერობით იმიტომ ვიბრძოლეთ, რომ ამომრჩევლებს არჩევანი ჰქონოდათ, რომელი პოლიტიკური პარტიაც მოსწონთ, იმისთვის მიეცათ ხმა. ახლა, რასაც მიხეილ სააკაშვილი პროპაგანდის თვალსაზრისით თამაშობს, ეს სწორედ ივანიშვილის თამაში იყო - შექმნილიყო ორი პოლუსი, ამიტომ ჩვენ ეს იდეა თავიდანვე უარვყავით. თანამდებობების განაწილება კი, საერთოდ სისულელეა. საწყისშივე მიუღებელი იყო ჩვენთვის ეს იდეა და პასუხი საჯაროდ გავეცით სააკაშვილს, ჩვენი პოზიცია ყველამ იცოდა. მართლაც გონივრული იქნებოდა მაჟორიტარებზე შეთანხმება ანუ, ის, რომ პროპორციულ სისტემაში კონკურენტები ვართ, მაგრამ მაჟორიტარულ ნაწილში კოორდინაცია მოგვეხდინა. ჩვენი აზრით, სწორედ ამის ჩაშლისთვის და ამის გადასაფარად შემოგდებული იდეა იყო (ერთიანი სიის ფორმირება). ეს ჩვენ საჯაროდაც ვთქვით. ასე რომ, ამაში სიახლე არაფერია. იგივე სახე არის სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის, რომელიც ძალიან ჰგავს „ოცნების“ და ივანიშვილის პროპაგანდას - უნდა ისროლო ნებისმიერი და ურთიერთგამომრიცხავი ტალახი იმისთვის, რომ რაღაც თემა შექმნა. რეალურად, რეგიონებში მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩამშლელების სახელის გადაფარვა უნდათ, სხვა არაფერი“, - განაცხადა ბიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ევროპულ საქართველოს" არჩევნებზე ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა. ასევე, არსებული ცნობით, მოლაპარაკებების დროს საუბარი იყო თანამდებობის გადანაწილებაზე, კერძოდ, პრემიერის პოსტზე მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეღო, "ნაციონალური მოძრაობა" კი თავის მხრივ "ევროპული საქართველოს" ლიდერ დავით ბაქრაძეს მხარს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაუჭერდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა