„ირაო“ მომხმარებლებს ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევას სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია „ირაო“ საცალო დაზღვევის სეგმენტზე ახალი პროდუქტით წარსდგა. როგორც „ინტერპრესნიუსს“„ირაოდან” აცნობეს, "პულსი" „ირაოს“ ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტია, რომლის შეძენა მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურად უკვე ხელმისაწვდომია.

ამასთან, „პულსის“ პირველი მომხმარებლები, რომლებიც 23 სექტემბრიდან შეიძენენ პროდუქტს, კომპანიისგან საჩუქრად 3 თვის დაზღვევას იღებენ, რაც პოლისის წლიურ ღირებულებაზე 330 ლარამდე ფასდაკლებას გულისხმობს.

„პულსი“ სადაზღვევო პაკეტების ფართო არჩევანით გამოირჩევა და დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ მათ საჭიროებებზე მორგებული, ინდივიდუალური პაკეტი შეარჩიონ. პაკეტები ერთმანეთისგან თანადაფინანსების პროცენტითა და სამედიცინო მომსახურებების ლიმიტებით განსხვავდება. პაკეტის ფასი დამოკიდებულია როგორც სამედიცინო მომსახურებების დაფარვებზე, ასევე დაზღვეულის ასაკობრივ კატეგორიაზე. პულსის მინიმალური პაკეტის ღირებულება 50 ლარიდან იწყება და 110 ლარამდე მერყეობს. მნიშვნელოვანია, რომ „პულსის“ მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ მომსახურების მოქნილი სქემით: ისარგებლონ თავისუფალი არჩევანის სქემით და თავად აირჩიონ სასურველი კლინიკა სამედიცინო მომსახურების მისაღებად; ან ისარგებლონ პირადი ექიმის სერვისით და მომსახურება პროვაიდერი კლინიკების ქსელში მიიღონ. „პულსის“ ყველა პაკეტში სრული სამედიცინო მომსახურებაა გაერთიანებული, მათ შორის: 24/7 ცხელი ხაზი; პირადი ექიმის სამსახური; სასწრაფო სამედიცინო მომსახურება; ექთნის მომსახურება ბინაზე; პროფილაქტიკური კვლევები; გადაუდებელი და გეგმური ჰოსპიტალიზაცია; ჰოსპიტალიზაცია უბედური შემთხვევის გამო; დღის ჰოსპიტალური მომსახურება; კარდიოლოგია; გადაუდებელი და გეგმური ამბულატორია; ორსულობა; მშობიარობა; ონკოლოგია; მედიკამენტები; გადაუდებელი და გეგმური სტომატოლოგია, ფიზიოპროცედურები, ჰალოთერაპია და სამკურნალო მასაჟი.

აღსანიშნავია, რომ „პულსის“ პაკეტით ნებისმიერი ასაკისა და სქესის დაზღვეულს პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება უფასოდ წელიწადში ორჯერ შეუძლია, ამბულატორიული მომსახურებით სარგებლობა კი მომხმარებლებს გამონაკლისების გარეშე შეუძლიათ. პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბენეფიტი ასევე ქრონიკული დაავადებების, მათ შორის შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის ხარჯების დაფინანსებაა. ორსულობა-მშობიარობის ხარჯების ანაზღაურებას კი აღნიშნული პროდუქტი 100%-ით ითვალისწინებს. დაზღვეულებს შეუძლიათ ძალიან მარტივად ისარგებლონ „ირაოს“ დისტანციური სერვისებით: აინაზღაურონ სამედიცინო მომსახურების ხარჯები ონლაინ პლატფორმაზე: online.irao.ge, მოითხოვონ საგარანტიო წერილი ან მიმართვა ელექტრონულად, მეილის საშუალებით.

ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევის ბაზარზე „ირაო“ წლების მანძილზე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. ამიერიდან კი, კორპორატიული დაზღვევის მსგავსად, ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტის მფლობელებსაც ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ „ირაოს“ დაზღვევის ბენეფიტებით“,- აღნიშნულია „ირაოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა