სტუ-ის ფაბრიკაციის ლაბორატორიაში ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთი „ინოვაციურ მაგიდად“ გარდაიქმნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი), „5 ინსტალაციის პროექტის“ ფარგლებში, კოვიდპანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი ინოვაციები განახორციელა, რომელთა შორის ერთ-ერთი წარმატებული მოდული „ინოვაციური მაგიდაა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, „ინოვაციური მაგიდა“ ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ჟურნალის მაგიდაა, რომელიც სლაიდის პრინციპით მუშაობს და ანალოგი არ აქვს.

სტუ-ის ფაბლაბის გუნდის ერთ-ერთი წევრი ვაჟა შანიძე განმარტავს, რომ ახალი გამოგონების გამოყენება შესაძლებელია საპრეზენტაციო დანიშნულებით, ნებისმიერ დახურულ თუ ღია სივრცეში.

„ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ჟურნალის მაგიდაა. მაგრამ, თუ დააკვირდებით, აქვს ღილაკები და ეკრანი. შეგიძლიათ ჩატვირთოთ ფოტოები და სლაიდის პრინციპით გაუშვათ. შესაძლებელია სარეკლამო რგოლების, მუსიკალური კლიპების ან ფილმის ჩატვირთვაც. ასე იქცა ჩვეულებრივი ჟურნალის მაგიდა ინოვაციურ მაგიდად, რომელიც სასურველი ინფორმაციის პრეზენტაციის საშუალებას იძლევა. მასალა სპეციალური აპარატით - „მიმაკით“ იტვირთება და მომცრო ზომის მოწყობილობაში მაგრდება, ფოტოები და ნებისმიერი მასალა კი სენსორის მეშვეობით მონაცვლეობს. მასალის რაოდენობა შეზღუდული არ არის. ჩვენი ფაბლაბის „ინოვაციური მაგიდის“ გამოყენება შესაძლებელია საპრეზენტაციო სივრცეებში, უნივერსიტეტებში, საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში“, - განაცხადა ვაჟა შანიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ფაბლაბის გუნდის წევრმა ვაჟა შანიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. ფაბლაფის შესახებ მესამე კურსზე შეიტყო და მცირე ზომის მოლბერტების დამზადების იდეით მიმართა. ფაბლაბში არსებულმა ინოვაციურმა გარემომ კი სხვა იდეებიც გაუჩინა.

„სტუ-ის ფაბლაბთან ჩემი თანამშრომლობა განაპირობა იმ დამოკიდებულებამ, რაც ზოგადად, უნივერსიტეტში და კონკრეტულად, ფაბლაბში აქვთ სტუდენტის მიმართ. შემდეგ, იმდენად მომეწონა ეს სივრცე, დავრჩი სამუშაოდ. ისეთი გარემო დამხვდა, რომ ბევრი იდეა გამიჩნდა. ფაბლაბში მთავარია გუნდურობის პრინციპი - იდეის განსახორციელებლად მთელი გუნდი ვმუშაობთ“, - განაცხადა შანიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (Fablab GTU) ერთ-ერთ მნიშვნელოვან, „5 ინსტალაციის პროექტზე“ მუშაობა ახლახან დაასრულა.

„ახალი იდეების განხორციელება გუნდის წევრებმა კოვიდპანდემიის პირობებში, ონლაინ რეჟიმში შეძლეს.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფაბლაბის მუდმივმოქმედი გუნდი, სხვადასხვა პროფესიის მქონე ხუთი წევრისგან შედგება. ფაბლაბის გუნდის პორტფოლიოში 286 განხორციელებული პროექტი, ინსტალაცია და მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში, ღონისძიებასა თუ კონკურსში წარმატებული მონაწილეობაა”,- აღნიშნულია სტუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა