საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი ადვოკატები სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

როგორც ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ისინი მიხეილ რამიშვილზე ზეწოლას აპროტესტებენ. მისივე თქმით, ადვოკატზე ზეწოლას “პროკურატურა ახორციელებს, რაშიც მათ სასამართლო ეხმარება”.

კობაიძის განმარტებით, უფლება არ ჰქონდათ, რამიშვილისთვის ტელეფონი წაერთმიათ და დაკითხვაზე დაებარებინათ.

"შესაძლებლობას არ მივცემთ უსამართლოდ მოახდონონ მიხეილ რამიშვილზე ზეწოლა. თუკი ბრალის წარდგენა მოხდება, პროტესტი უფრო დიდი იქნება", - აცხადებს კობაიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი