ნუკრი ქანთარია  - „ქართული ოცნების“ სიაში არ ვიქნები - საკმარისია, უნდა იცოდე მოსვლაც და წასვლაც

გარდაუვალი აუცილებლობაა დღეს, რომ „ქართული ოცნება“ ისევ უმრავლესობით მოვიდეს და ჩვენი ამომრჩეველი, ვფიქრობ, რომ ამას გადაწყვეტს, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმის“ წამყვანის კითხვას, აქვს თუ არა მმართველ პარტიას მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენისა და ქვეყნის წარმატების გზაზე წაყვანის რესურსი.

ნუკრი ქანთარიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის გარდაუვალობას, არსებული პოლიტიკური გარემო და „დასახიჩრებული ოპოზიციური ჯგუფები“ იწვევს.

„გარემო არის სწორედ ისეთი, რომ გადავხედოთ, რა ტყუილების კამპანიაც მიდის, ფაქტობრივად, როგორი დასახიჩრებულია თვითონ ნებისმიერი ოპოზიციური ჯგუფი თავისი წარსულით, თავისი მავნებლობით, გაყოფით. ერთმანეთს ახლა ვითომ არ ცნობენ, წარმოგიდგენიათ?! ახლა სააკაშვილს არ ცნობს სააკაშვილის მიერ დაბადებული ხალხი. ეს ყველაფერი იცის საზოგადოებამ, საზოგადოება დღეს პოლიტიკურ სპექტრზე ათი თავით მაღლა დგას“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ქანთარიამ საკუთარ პოლიტიკურ მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავად მან და „ქართული ოცნების“ გუნდმა მისი დარჩენის აუცილებლობა ვერ დაინახეს.

„საკმარისია, უნდა იცოდე მოსვლაც, უნდა იცოდე წასვლაც. ამიტომ 8 წელი ჩემთვის ამ გარემოში ყოფნა უკვე აბსოლუტურად საკმარისია და ვფიქრობ, რომ ახლა უნდა მოვიდნენ ახალი ძალები, ენერგიული, მოტივირებული.

თუ ამას შევატყობდი და გუნდიც შეატყობდა, რომ ჩემი ყოფნის ძალიან დიდი აუცილებლობაა გუნდისთვის, რასაკვირველია მე მაშინ ვიქნებოდი, მაგრამ ასეთი აუცილებლობა არ უნდა დამდგარირო და არც დამდგარა და ამდენად აბსოლუტურად სუფთა სინდისით მე ამ სიაში არ ვიქნები,“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი