გერმანიის ელჩი - შეშფოთებას იწვევს საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი ძალადობრივი ინციდენტები

შეშფოთებული ვარ იმ ძალადობრივი ინციდენტების გამო, რასაც საარჩევნო კამპანიის დროს აქვს ადგილი ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში, როგორც რეგიონებში ასევე თბილისში, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ყველა პარტიამ უნდა ცხადყოს, რომ ის ძალადობას მხარს არ უჭერს და ეს მათ ერთობლივად და ერთხმად უნდა გააკეთონ.

„ შეშფოთებული ვარ იმ ძალადობრივი ინციდენტების გამო, რასაც საარჩევნო კამპანიის დროს აქვს ადგილი ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. მაგალითად, პარტიის აქტივისტების ცემის ფაქტები, პარტიის ოფისების დარბევა. ეს რა თქმა უნდა, შეშფოთების საფუძველს იძლევა და ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ.

რამდენიმე დღის წინ პარტიებმა პარტიებმა ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენისა და ძალადობის თავიდან აცილებას ითვალისწინებს.

ყველა პარტიამ უნდა ცხადყოს, რომ ის ძალადობას მხარს არ უჭერს და ეს ყველა პარტიამ ერთობლივად და ერთხმად უნდა გააკეთოს“, - განაცხადა ელჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა