იოსებ ხახალეიშვილი - ყველა პროექტში, რაც დაგეგმილია და დაიგეგმება, სწორედ მოსახლეობის ინტერესები იქნება გადამწყვეტი

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ნიკეა-უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პროგრამის გაცნობის პარალელურად მერობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ყველა საკითხი, რაც მისი თანაქალაქელებისთვის პრიორიტეტულია, მისთვის მნიშვნელოვანია. "ნიკეა-უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, ისევე როგორც სხვაგან, არაერთი პროექტი განხორციელდა, ჩატარდა რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია, დაიგო გზის საფარი, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ნინოშვილის სკვერში განთავსდა სავარჯიშო ტრენაჟორები, თუმცა არის საკითხები, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია და შესაბამისად, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, მათი ეს თხოვნა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, თუმცა არა მხოლოდ ეს საკითხები, ყველა პროექტში, რაც დაგეგმილია და დაიგეგმება, სწორედ მოსახლეობის ინტერესები იქნება გადამწყვეტი", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა