ლევან ბოძაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვების ძალა არ შესწევს

ადამიანებს შეუძლიათ ყველაზე მარტივად სწორედ ის პარტიები შეაფასონ, რომლებიც უკვე იყვნენ ხელისუფლებაში. ეს შეფასება გაკეთებულია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიმართ, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა ლევან ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

შესაბამისად, მისივე განმარტებით, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენით აღნიშნული პარტიების რეიტინგების გაზრდა ან შემცირება ნაკლებად რელევანტურია.

„ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვის წარადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. არ მგონია, მათ ოლქების უმეტესობაში გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდეთ, ყოველგვარი პიროვნული შეფასების გარეშე შემიძლია გითხრათ.

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი აქვს ქართულ პოლიტიკას, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ყველაზე მარტივად სწორედ ის პარტიები შეაფასონ, რომლებიც უკვე იყვნენ ხელისუფლებაში. ეს შეფასება მომხდარია „ნაციონალურ მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიმართ, ახლა მათი კანდიდატებიდან გამომდინარე რეიტინგების გაზრდა ან დაკლება ნაკლებად რელევანტურია, ეს პირველ რიგში ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, იმიტომ, რომ მოსახლეობამ მათთან დაკავშირებული ძალიან ბევრი ნეგატივი იცის“, -განაცხადა ბოძაშვილმა.

მან „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიმე ძველი სახეც დაუწუნა, მათ შორის კახა ოქრიაშვილი, რომელიც 8 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ რიგებში ირიცხებოდა, თუმცა ახლა ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა. ბოძაშვილის შეფასებით, ოქრიაშვილი არათანმიმდევრულობის და უპრინციპობის კლასიკური მაგალითია.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის ძველ სახეებზე უარის თქმას არ აპირებს. არ აპირებს „რებრენდინგს“, რამის შეცვლას, თვითკმაყოფილია თავისი თავით. წარდგენილი კანდიდატები საზოგადოებას რაიმე სიახლეს არ სათავაზობს. რამდენიმე უპრინციპო და ოდიოზური გადაწყვეტილების მქოდე დეპუტატებიც არიან, რომლებიც, არათანმიმდევრულობის ეპიკურობა გვაჩვენეს. იგივეა კახა ოქრიაშვილი.

ეს არის არათანმიმდევრულობის და უპრინციპობის კლასიკური მაგალითი, როდესაც პოლიტიკოსს ის კი არ აინტერესებს, რომ რაღაც შეცვალოს, არამედ მისი ერთადერთი ამოცანაა, იყოს პარლამენტში და ჰქონდეს სადეპუტატო იმუნიტეტი, სხვა ახსნა ამას არ აქვს. როგორ შეიძლება ორ ურთიერთდაპირისპირებულ ძალასთან 12 წლის განმავლობაში აქეთ-იქით გადადიოდე?!“.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი ინტერესი ბუნებრივია არის ის, რომ მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგს იმ ლოკალურ ოლქში, სადაც საკმაოდ მაღალი ფინანსების მქონე კახა ოქრიაშვილი იყრის კენჭს, თორემ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად იცის, რა გააკეთა მან თავის დროზე და ძალიან კარგად იცის, რომ პოლიტიკოსს არ ეპატიება, როდესაც თავისი ვიწრო დღის წისრიგის გამო, ერთი პარტიიდან მეორეში გადადის ძალიან მოკლე პერიოდში“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

მისივე აზრით, უსაფუძვლოა „ნაციონალური მოძრაობის“ ამბიცია, რომ უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში, ვინაიდან მას ამის ძალა არ შესწევს.

„თავისი ამომრჩეველი უნდათ დააჯერონ, რომ მათ აქვთ ძალა უმრავლეობით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც ძალიან შორს დგას სიმართლისგან. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის ძალა არ შესწევს, მითუმეტეს ახლა, როდესაც უამრავი ახალი პოლიტიკური ძალაა სარბიელზე გამოსული“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა