სერგო ჩიხლაძე  - „ქართული ოცნება“ ჩაფლავდა და დროა, კორუმპირებული მილიონერების პარტია პროფესიონალთა გუნდმა შეცვალოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „დამსხვრეული ოცნებების“ მთავრობა არსებული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაფლავდა და ისინი რეალობას სრულიად მოწყვეტილები არიან.

ჩხიხლაძის თქმით, დღევანდელი რეალობა 220 ათასი უმუშევრად დარჩენილი მოქალაქე, გამწვავებული სიღარიბე და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებია, რასაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ეკონომიკის მყისიერი რეანიმაციით აღმოფხვრავს.

„220 ათასი დაკარგული სამუშაო ადგილი, 10 ათასი დახურული მცირე ბიზნესი, ათასობით ადამიანი, რომელმაც საცხოვრებელი სახლი დაკარგა - ასე გამოიყურება ის, რასაც მილიონერების პარტია "კრიზისის მართვას" უწოდებს. ეს კატასტროფული მაჩვენებელია, თუმცა ჩვენი ქვეყნის რეალობაა. ჩვენი ქვეყანა, პაციენტი რომ ყოფილიყო, ხოლო ეს მთავრობა ექიმი, უდავოა, ცოცხალი ნამდვილად ვერ გადარჩებოდა. გასათვალისწინებელია, რომ ეს რეალობა, მანამდე დადგა ჩვენ წინაშე, ვიდრე პანდემია სრული ძალით შემოგვიტევდა. მაშინ როცა, 220 ათასმა რიგითმა მოქალაქემ დაკარგა სამუშაო ადგილი, ამ დროს „ქართული ოცნება“ თავისი გუნდისა და მათი მეგობრებისათვის მილიონების კეთებით იყო დაკავებული. მათ არ ვადარდებთ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები. მათ არ იციან, რას ნიშნავს სამსახურის ან სახლის გარეშე დარჩენა, რადგან ისინი ხალხის რეალობას მოწყვეტილი მილიონერები არიან. მათი ერთადერთი საზრუნავი საკუთარი თავისათვის ქონების მოხვეჭაა. ღმერთმა დაგვიფაროს იმისგან, რაც წინ გველის. „ქართული ოცნება“ ჩაფლავდა. ჩვენ გვაინტერესებს, სად წავიდა ის 5 მილიარდი ლარი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად იყო განკუთვნილი, მაგრამ მოქალაქეებამდე არც კი მისულა! ამ უკანასკნელი რამოდენიმე თვის მანძილზე, მე შევხვდი ასობით რიგით მოქალაქეს - იმ ადამიანებს, ვინც დაკარგეს სამსახური, მოუხდათ ბიზნესის დახურვა და ვინც ბანკის ვალის გამო საკუთარი საცხოვრებელი სახლები დაკარგეს კრიზისის დროს. ნუთუ ეს არის კრიზისის მართვის წარმატებული მოდელი, რომლითაც „ქართული ოცნება“ ასე ამაყობს? ეს პარტია მოწყვეტილია ხალხს და ხალხის ყოფით რეალობას, ეს არის მილიონერებისგან შემდგარი პარტია, სადაც წარმოდგენაც არ აქვთ, რას ნიშნავს სამსახურის ან სახლ-კარის დაკარგვა. ამ ადამიანებმა ვერ იგრძნეს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა, ისინი მარტო დარჩნენ კრიზისულ სიტუაციაში მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ თავისი გუნდის წევრებისა და მათი მეგობრებისათვის კრიზისის ხარჯზე მილიონებს აგროვებდა საკუთარ ჯიბეში. მთავრობა რომელსაც ხალხის გულისტკივილი ადარდებს ამას არ დაუშვებდა! საჭიროა, გავატაროთ სამაშველო გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენი მოქალაქეები ეკონომიკური კრიზისისაგან დავიცვათ. ახლა კი, ვიდრე სხვა მოქალაქეებიც დანარჩენ 200 ათას სამუშაო ადგილს დავკარგავთ და დამატებით ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩება, საჭიროა: განვახორციელოთ ეკონომიკის მყისიერი რეანიმაცია სერიოზული სამაშველო/საგანგებო გეგმის საფუძველზე და შევცვალოთ ხალხისაგან მოწყვეტილი კორუმპირებული მილიონერების პარტია პროფესიონალების გუნდით,” - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

„ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა