რომან კაკულია - "ლელო საქართველოსთვის" გეგმა ჰგავს მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის

"ლელო საქართველოსთვის" გეგმა, რომელიც წარმოადგინეს, ჰგავს მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი,- ასე შეაფასა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან "ლელო საქართველოსთვის"ლიდერის მამუკა ხაზარაძი ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის განცხადებები გაუგებარია.

"(ხაზარაძის) ამ განცხადების ვერც შინაარსი გავიგე და ვერც მიზანი ბოლომდე. ზოგადად მათი გეგმა, რომელიც წარმოადგინეს, გავს მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი, საიდანაც უნდა მოვიდეს თანხები, რომლითაც შესაძლებელი უნდა გახდეს იმ მიზნების განხორციელება, რომელიც იქ წერია. სურვილების დონეზე მგონი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს დღეს, დაწერო ის, თუ რა არის გასაკეთებელი. ჩვენი ქვეყნის პრობლემას დიდი ხანია აღარ წარმოადგენს ის, თუ რა არის გასაკეთებელი, რადგან პრობლემა არის როგორ და რა რესურსებით. ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთობლიობაში არ წარმოადგენს ამას, საუკეთესო შემთხვევაში პოპულისტია და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, არ აქვს ცოდნა თუ რასთან გვაქვს საქმე,"- განაცხადა კაკულიამ.

შეგახსენებთ, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მევახშეობის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს