გიორგი ვაშაძე - ჩაფლავებულმა ოცნებების ხელისუფლებამ მცირე და საშუალო ბიზნესი მიატოვა და მათ გადასარჩენად გამოყოფილ ფულს თავად მოიხმარს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და დამსხვრეული ოცნებების მთავრობის უმოქმედობამ ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესი დააზარალა.

ვაშაძე მთავრობას მიმართავს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს მიკროსაფინანსო სტრუქტურებსა და საბანკო სისტემას მიერ ისედაც გაჭირვებული ხალხის ქონების გადაფორმება.

„ჩვენ შევხდით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. ქვეყანაში შექმნილმა კატასტროფული მდგომარეობამ ეს სფერო საკმაოდ დააზარალა. ფაქტობრივად ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსია, რის გამოც ლარის კურსი დაბლა იწევს, ადამიანებმა არ იციან როგორ დაფარონ სესხები, როგორ შეასრულონ ის ვალდებულებები, რომლებიც ბანკებთან, კერძო მევალეებთან და მიკროსაფინანსოებთან აქვთ. ხელისუფლებამ ეს ხალხი მიატოვა და ფული, რომელიც გამოყოფილია საქართველოსთვის მხოლოდ მათ ხმარდებათ. „სტრატეგიული აღმაშენებლის“ გეგმით, 5 მლრდ-დან, რომელიც გამოყოფილია საქართველოსთვის, 500 მლნ მცირე და საშუალო ბიზნესს უნდა მოხმარდეს, მათზე უნდა გადანაწილდეს, რომლებმაც სამუშაო ადგილები დაკარგეს. ამასთან, მოხდეს ყველას სესხის პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქონების გადაფორმებები მიკროსაფინანსოებსა და ბანკების მიერ. ეს არის ფორსმაჟორი და არ შეიძლება, ამ პროცესში იჩაგრებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესი და მასში დასაქმებული ადამიანები, ხოლო ბანკი მათ ქონებას იფორმებდეს. სამწუხაროა, რომ მათ 220 მლნ-ის ქონება უკვე გადაიფორმეს. რაც უმთავრესია, პენსიონერებს უნდა ჩამოეწეროს სესხის პროცენტი. ეს ფული ჩვენ მოგვცა ამერიკამ და ევროპამ იმისთვის, რომ ვართ მათი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი, ამ ფულს კი ჩაფლავებული ოცნებების პარტია მხოლოდ საკუთარი მეგობრებისთვის და საკუთარი ბიზნესისთვის იყენებს. ეს ფული ყველამ უნდა მიიღოს და არა ისევ კორუფციულ ხვრელებში გაუშვას ჩაფლავებულმა გახარიამ. დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს აღსრულების საკითხები და ქონების გადაფორმებებზე ექვსთვიანი მორატორიუმი გამოცხადდეს, სხვა გამოსავალი არ არის“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა