ოთარ კახიძე - შს მინისტრს ვურჩევ, საკუთარი უწყების ოფიციალურ სტატისტიკაში ჩაიხედოს

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიმინალი მომატებული არ არის.

ოთარ კახიძის თქმით, მინისტრი უტიფრად ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

„შინაგან საქმეთა მინისტრს მე ვურჩევ, ჩაიხედოს საკუთარი უწყების ოფიციალურ სტატისტიკაში და იქ ნახავს, რომ დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, 900 შემთხვევიდან გაიზარდა 2300 შემთხვევამდე. დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 4600 - დან გაიზარდა 11 000-მდე. დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, 13 000 - დან გაიზარდა 25 000 -მდე. ეს წერია პოლიციის ოფიციალურ სტატისტიკაში და შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოება ასე უტიფრად არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში.

„ევროპული საქართველო“ გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს ქვეყანას, 31 ოქტომბრის შემდგომ, როდესაც ჩვენ შევამცირებთ კრიმინალს და ასეთი სახის ტყუილებს აღარ ვაკადრებთ საზოგადოებას”, -განაცხადა ოთარ კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა