გიგი წერეთელი - ხელისუფლებამ  ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა არჩევნებზე დარღვევების, ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების მინიმიზება მოხდეს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების მინიმიზება მოხდეს.

გიგი წერეთლის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე დისტანციურად, ადგილობრივი დამკვირვებლების დახმარებით.

„საქართველოში, 31 ოქტომბერს გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის პანდემიური ვითარება, არის აშშ-ში არჩევნები, ძალიან ბევრი დამკვირვებელი აპირებს ჩამოსვლას, ესენია როგორც ეუთო/ოდირის, ისე საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ვიცით, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი დააკვირდება, ზოგი იქნება ონლაინ-რეჟიმში და დაეყრდნობა ადგილობრივ დამკვირვებელს.

მთავარი არის ის, რომ არჩევნებს ექნება ძალიან სერიოზული მონიტორინგი და ძალიან სერიოზული შეფასებები გაკეთდება, რა თქმა უნდა, თუკი იქნება რაიმე დარღვევა. ეს იქნება პრევენციულად, არჩევნების დღესაც და მის შემდეგაც, ძალიან აქტიურად დააკვირდება ყველა. ამიტომ, ხელისუფლება უნდა შეეცადოს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მინიმიზება მოხდეს დარღვევების, ძალადობის, შერჩევითი გადაწყვეტილებებისა და მოსყიდვის ფაქტებზე“ , - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა