დავით ბაქრაძე და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლელა ქებურია, მარტვილში ჭყონდიდლობის დღესასწაულს დაესწრნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლელა ქებურია, მარტვილში ჭყონდიდლობის დღესასწაულს დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ და ლელა ქებურიამ მოსახლეობას ჭყონდიდლობის დღესასწაული მიულოცეს და ქვეყნის განვითარებაში გიორგი ჭყონდიდელის ღვაწლზე ისაუბრეს.

,,მინდა პირველ რიგში მთელ მარტვილს და მთელ საქართველოს მივულოცო ჭყონდიდლობის დღესასწაული, იმიტომ, რომ მართლაც განუზომელია ის წვლილი, რომელიც საქართველოს ისტორიაში და წარმატებაში აქვს შეტანილი გიორგი ჭყონდიდელს, ამ კუთხეს და აქაურობას. ამიტომ მინდა, რომ თითოეულ ადამიანს მარტვილშიც და მთელ საქართველოშიც მივულოცო დღევენდელი დღე, მშვიდობა, ჯანმრთელობა და სიკეთე ვუსურვო მთელ საქართველოს“, - განაცხაადა დავით ბაქრაძემ.

„ვულოცავ მარტვილელებს ჭყონდიდლობის დღესასწაულს, გიორგი ჭყონდიდელის ღვაწლი ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნის ისტორიის გააზრებისას. ჩემთვის ის არის სიმბოლო საერო და სასულიერო ხელისუფლების გონივრული ურთიერთობისა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ვულოცავ მარტვილელებს და მთლიან საქართველოს ამ დღესასწაულს.“ - განაცხადა ლელა ქებურიამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს